პრემიერისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულმა ჟურნალისტების ნაწილმა მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვა. მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. მათ გზა მთავრობის უსაფრთხოების სამსახურმა გადაუკეტა.
ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში