ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში

18:34, 29.01.2025

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია იყო მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე განხილვის თემა.

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან, შალვა გოგოლაძესა და ირაკლი ქარსელაძესთან ერთად სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეგახსენებთ, თბილისში განიხილება ახალი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა.

მსგავსი