„არა კოვიდპასპორტებს, არა კოვიდვაქცინაციას“ – ამ ლოზუნგით მოქალაქეთა ჯგუფმა რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. მათ ქვეყანაში 1-ლი დეკემბრიდან დაანონსებული ე. წ. მწვანე პასპორტების შემოღება გააპროტესტეს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან ამ გადაწყვეტილებას და საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებშიც გამართავენ.