აქცია კახეთში

კახეთში სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად, მდუმარე აქცია გამართეს. მათ დაგმეს პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და აღნიშნეს, რომ ეს სისტემური დანაშაულია, რაც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განვითარდა. აქციის მონაწილეებმა დაკავებული პოლიციელების მკაცრად დასჯა მოითხოვეს.