„აქ და იქ“

ფილმის გმირი, 101 წლის თამარ ხუციშვილი, კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობს. წერს კინოსცენარებს, რომანებს, ქარგავს. ფილმში, რომელიც აგებულია მისი ნაამბობის მიხედვით, მთელი ეპოქებია გადმოცემული – საქართველოს გასაბჭოებით დაწყებული, დღევანდელობით დამთავრებული. რეალური და სიურეალური სამყაროების თანაარსებობის ჩვენებით, ფილმი გვიყვება საუკუნის მომსწრე და მონაწილე საინტერესო ქალის ცხოვრების და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეპიზოდებს.

ავტორი: ქეთევან სადღობელაშვილირეჟისორი: შალვა შენგელი