ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის მუქარით ან ძალის გამოყენებით ანექსია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ანტონიუ გუტერეში გამოეხმაურა კრემლის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მიერთების შესახებ დაგეგმილ ცერემონიას და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება დაგმობილი იქნება. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს შეახსენა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას.