ანტიამერიკული დემონსტრაციები გრძელდება ღაზას სექტორსა და იერუსალიმში

ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ანტიამერიკული დემონსტრაციები გრძელდება. ღაზაში გამართული აქცია პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

აქტივისტებმა სპეცდანიშნულების რაზმზე იერიში ქვებით მიიტანეს, საპასუხოდ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი აქტივისტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს იორდანიაშიც. მუსლიმურ ქვეყნებში ანტიამერიკული დემონსტრაციები 6 დეკემბერს დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა.