ტრამპის წინააღმდეგ გამართულ პალესტინელების აქციას შეტაკებები მოჰყვა
ტრამპის წინააღმდეგ გამართულ პალესტინელების აქციას შეტაკებები მოჰყვა

ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს სამ ქალაქში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული აქცია პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

აქტივისტებმა სპეცდანიშნულების რაზმზე იერიში ქვებით მიიტანეს, საპასუხოდ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. აქციაში სულ 1500-ზე მეტი პალესტინელი მონაწილეობდა.

რამდენიმე საათით ადრე კი ისრაელის მიმართულებით ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორიდან სამი რაკეტა ისროლეს, რომელიც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო.

პალესტინის ავტონომიაში ვითარება 6 დეკემბრიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გაყოფილი ერთეულის სტატუსის მქონე იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.