ანსამბლ „რუსთავის“ გასტროლები გერმანიასა და პოლონეთში

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლებმა გერმანიასა და პოლონეთში კონცერტები გამართეს – ბერლინში, ვარშავასა და ჰამბურგში სამი კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. სხვა მუსიკალურ ნომრებთან ერთად, ევროპული ტურნეს დროს ქართველმა მომღერლებმა ინგლისელი კომპოზიტორის, დევიდ ბრიუსის ნაწარმოებიც შეასრულეს, რომელიც ქართულად სპეციალურად ანსამბლ „რუსთავისთვის“ ითარგმნა.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ წელს დაარსებიდან 55 წელი უსრულდება, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება, გასტროლი და კონცერტია დაგეგმილი.