კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა. საღამოზე ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული საგალობლების რჩეული ნიმუშები აჟღერდა. კონცერტი თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ დავით და ლექსო თორაძეები ყოველთვის გულშემატკივრობდნენ ქართულ ფოლკლორს და მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი შემოქმედებით მის წარმოჩენას.
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ 30 მაისს დაიწყო. ღონისძიება ტრადიციულ ფოლკლორულ მუსიკასა და მასტერკლასების სერიას მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში გამართულ „ბასიანის“ კონცერტს კულტურის მინისტრი და საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის ვიცეპრემიერი, მეუღლესთან ერთად დაესწრო.