ანაკლიის პორტის მშენებლობა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. მამუკა ხაზარაძეს საკუთარ განცხადებაზე დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია. რატომ იყო მისი ჩართულობით რამდენიმე წლის წინ ჩინური კომპანიის ინვესტიციები გამართლებული და რა შეიცვალა მას შემდეგ.
ხაზარაძის გარდა, პორტის მშენებლობას სხვა ოპოზიციონერებიც გამოეხმაურნენ. ისინი პროექტთან დაკავშირებით მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ. მმართველი გუნდი კი გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას, ჩინური უმსხვილესი კონსორციუმის შესახებ, დეზინფორმაციად აფასებს.
შეგახსენებთ, ანაკლიის პროექტს სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ჩინური კონსორციუმი ააშენებს.