ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით მშენებელი კომპანია მიმდინარე დღეებში გამოვლინდება. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, სამინისტრო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მუშაობს სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მშენებარე კომპანიის შერჩევა კონკურენტულ პირობებში მიმდინარეობდა. მმართველი გუნდი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორისა, პორტი ქვეყანას დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.