ანაკლიაში მეორე დამაღრმავებელი გემი შემოვიდა

18:11, 01.09.2026

ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამაღრმავებელი გემი შემოვიდა – ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია „იან დე ნულ“ ჯგუფის ფლოტის ორი გემი ერთად განახორციელებს. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის დამაღრმავებელი სამუშაოები. ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ, მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. აღსანიშნავია, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას უზრუნველყოფს.

მსგავსი