ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის მხრიდან გადმოდგმული პირველი ჰუმანური ნაბიჯია.
უფლებადამცველის თქმით, კანონპროექტი 800-ზე მეტი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაც ბევრი არ არის, თუმცა მისასალმებელი ნაბიჯია. ნანა კაკაბაძემ ასევე განაცხადა, რომ ამნისტია, ძირითადად, 260-ე მუხლით დაკავებულ პირებს ეხებათ.