თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში საქართველოს პარაკალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით – 37:20 დასრულდა. ხვალ სომხეთისა და საქართველოს პარაკალათბურთელები ერთობლივ ვარჯიშსაც გამართავენ.
საქართველოს პარაკალათბურთის ნაკრებში არიან როგორც სამოქალაქო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე სამხედრო მისიების დროს დაშავებული პარაკალათბურთელები. 2019 წლის მარტში ჩვენი გუნდის სამხედრო პარაკალათბურთელებმა მოიპოვეს ოქროს მედალი კალიფორნიაში ამერიკის საზღვაო კორპუსის 2019 წლის ტურნირში.