ამერიკის საელჩოს კრიტიკა – გამოხმაურება

18:07, 28.07.2026

ამერიკის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ მიერ დასმული კითხვას პასუხობს. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – ვკითხულობთ წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი