აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ტექნიკას. განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გადაწყვეტილება დაადასტურეს.
აშშ-მა უკვე გამოუყო უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადეს ევროპის ქვეყნებმაც.