ალილო, საშობაო საგალობლები და ნობათი - მსვლელობა დედაქალაქში

ტრადიციული ალილო, საშობაო საგალობლები და ნობათი, – თითქმის ერთი  საათია დედაქალაქში სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს.

კოსტიუმირებული ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში უნდა დასრულდეს, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. აქვე მიიტანენ დღის განმავლობაში შეგროვებულ შემოწირულობებს. მოგვიანებით კი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაანაწილებენ.

მსვლელობას მიყვება მარიამ სეთურიძე.