რუსთავში ალილოს მსვლელობა იმართება
რუსთავში ალილოს მსვლელობა იმართება

რუსთავში ალილოს მსვლელობა იმართება.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღოლის მამა დიმიტრის თაოსნობით მეალილოები ქალაქის ქუჩებში დადიან.

ალილოში რუსთავის სიონის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის აღსაზრდელებიც მონაწილეობენ. ისინი ქუჩებში ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებს ასრულებენ.

ალილოში მონაწილეობენ რუსთავის მერი და საკრებულოს წევრები.

დღეს შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაუნაწილდება.