ქრისტეშობის მახარობლებმა ალილო ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაასრულეს

14:40, 07.01.2018

ქრისტეშობის მახარობლებმა ალილო ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაასრულეს, რითაც პატივი მიაგეს ტრაგედიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

ალილო ბათუმში ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობამ ბათუმის თითქმის მთელი ცენტრალური ნაწილი მოიცვა. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ხვდებოდნენ.

შეგროვილი ნუგბარი სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებს გადაეცემა.

მსგავსი