ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე 1 600-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათ შორის იყო ნავალნის მეუღლე, იულია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ნაცემი მომიტინგეების შესახებ.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავდა 30-ზე მეტი სამართალდამცველი. 11 სხვადასხვა საათობრივ ზონაში მდებარე რუსეთის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მიტინგები მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. ყველაზე ხალხმრავალი აქციები იყო მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მხოლოდ მოსკოვში პატიმრობაში მყოფი ნავალნის მხარდასაჭერად 40 000 ადამიანი შეიკრიბა. სულ კი, რუსეთის მასშტაბით, ქუჩაში 110 ათასი ადამიანი გავიდა. რუსი ჟურნალისტების შეფასებით, ამ მასშტაბის აქციები რუსეთში უკვე დიდი ხანია არ გამართულა. აქციის მონაწილეთა დაკავების გამო, შეშფოთება უკვე გამოთქვა ევროკავშირმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

ლევან ახალაია დეტალებით.