„უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა. ალექსეი არესტოვიჩმა ისრაელის მედიაკომპანია „ჩენელ 9“-სთან ინტერვიუში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არესტოვიჩის თქმით, ბუჩას მსგავსი სისასტიკე ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებით ხდება.