მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ოფროუდში. სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონატის „RAINFOREST CHALLENGE 2018“-ის შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. ხუთი დღის განმავლობაში ქართველმა, სომეხმა და რუსმა სპორტსმენებმა ავტომობილებით უგზოობაში სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებას გაართვეს თავი.
ჩემპიონატისთვის მოწყობილი სპეციალური ტრასები გომბორის უღელტეხილზე იყო მოწყობილი. ტურნირის ფინალური ნაწილი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ავტორები: ანა მასხარაშვილი, ბექა გაჩავა, ლაშა ხომასურიძე.
ახალი დღე