ახალი სტარტაპერების გადამზადება
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ კომპანია „ფაივ ჰანდრიდ გლობალთან“ 17 ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სტარტაპებს გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება.
თათია მაყაშვილს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის, რას გულისხმობს დღეს გაფორმებული კონტრაქტი.