ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში
მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. აბასთუმნის 15-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი, დაგეგმილია ხუთი ახალი ხიდის მშენებლობაც. კურორტზე დაიწყო ასათიანის ქუჩის განახლება, მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და ისტორიული შენობების აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება ნინოწმინდაში, ასპინძასა და ბორჯომშიც.