Fitch Ratings-ის ანგარიში
Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებაა.
Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8, 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მონაცემებზე 2 მილიარდი დოლარით მეტია.
სააგენტო რეზერვების ზრდას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას უკავშირებს. Fitch-ი ასევე ხაზს უსვამს დედოლარიზაციის პროცესს და ლარის როლის გაძლიერებას ფინანსურ სისტემაში.