ახალი შვეიცარიული ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის – თბილისიდან ის 2025 წლის აპრილიდან დაიწყებს ოპერირებას. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ორი წელი მიმდინარეობდა.