ახალი სასწავლო წელი დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად ზუგდიდში, აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.