ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეიდან, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 45 ათასამდე პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. წელს სიახლეა სასკოლო ფორმებიც, რომელთა რეალიზაციაც პირველკლასელებისთვის პირველი სექტემბრიდან დაიწყო.
თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე