ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში. სათაფლიაში სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულაჟები. ტერიტორიაზე დაწყებულია დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.
სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება. უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე – პრომეთეს მღვიმეში. სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად 270 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.