ახალი ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში

21:42, 29.11.2025

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, „პოლიციის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები ამბობენ, რომ ამ აკადემიისთვის ამ სტატუსის მინიჭება აკადემიური კადრების მომზადებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციის კადრების მოსამზადებლად საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს. საზოგადოების უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამებზე მიღება უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი, პროგრამა სამწლიანი იქნება და მოიცავს სწავლების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ და ფიზიკურ მომზადებას.

მსგავსი