საქართველოს საავიაციო პარკს ახალი ხომალდი დაემატა – „ბოინგ 767-300“ საქართველოს საავიაციო ისტორიაში პირველი დიდკორპუსიანი სამგზავრო თვითმფრინავია. ის რეისებს ჩინეთის, ინდოეთისა და ტაილანდის მიმართულებით შეასრულებს. Georgian Airways-ის ლაინერი ლიზინგის წესით გადასცეს. ხომალდს 12-საათიანი ფრენების შესრულება უწყვეტად შეუძლია.
გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და კომფორტული ინტერიერით. პირველი რეისი ჩარტერული იქნება. „ბოინგ 767-300“-ის პირველი მგზავრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები იქნებიან.