გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს – ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ჩვენი ქვეყანა სპორტული სამყაროს ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. პირველი საშეჯიბრო დღე ქალებში გამარჯვებით საფრანგეთის წარმომადგენელმა დაასრულა, მამაკაცებში კი პირველობა გერმანელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
ტურნირში, რომელიც მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით იმართება, ჯამში 18 ქვეყნის 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატში იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმაც.
სანახაობრივი და ექსტრემალური ტურნირის დეტალები კესო ქაფიანიძისა და გიორგი ქურასბედიანის რეპორტაჟში.