საქართველოს ისტორიაში პირველად გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. პირველი საშეჯიბრო დღე გამარჯვებით ქალებში საფრანგეთის წარმომადგენელმა, მამაკაცებში კი გერმანელმა სპორტსმენმა დაასრულეს. ტურნირში მონაწილეობას 18 ქვეყნის 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იღებს. ჩემპიონატში იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმაც. ღონისძიების ორგანიზატორი მთის ტრასების სააგენტოა.
კესო ქაფიანიძე მუშაობს გუდაურში.