ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა 

საქსტატის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ბაზრის მოთხოვნები და ახალგაზრდების კვალიფიკაცია ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად შეუსაბამოა. სწორედ ამ გარემოებას ასახელებენ სპეციალისტები იმის მიზეზად, რომ 20-დან 24-წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც მათ მიგრაციას იწვევს.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში პროფესიული სასწავლებლებისადმი ახალგაზრდების ინტერესი და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იზრდება, ჯერჯერობით, უნივერსიტეტებს ბევრად მეტი კურსდამთავრებული ჰყავთ, ვიდრე პროფესიულ კოლეჯებს. და ეს მაშინ, როცა ბაზრის მოთხოვნა ორივე ტიპის სასწავლებლის მიმართ თანაბარია.

მარიამ სეთურიძე არკვევდა, როგორ აპირებს ხელისუფლება ახალგაზრდების უფრო აქტიურად დასაქმების ხელშეწყობას.