აკა მორჩილაძე „დაკარგული წიგნები“ | იოსებ გრიშაშვილის „ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა“ - პირველი სერია

ალექსანდრე ჭავჭავაძის წინაპრები – იოსებ გრიშაშვილის ნაკვლევის მიხედვით. წინანდალი და ჭავჭავაძეები. კახეთის მეფეები და ჭავჭავაძეები. ალექსანდრეს მამა გარსევანი – ერეკლეს დროის დიდმოხელე.

სტუდია „ეპოქა“ – „დაკარგული წიგნები“ – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.

„ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა“ იოსებ გრიშაშვილის დიდი მემკვიდრეობაა, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გულდასმით ნაკვლევი. წიგნის წყალობით მნიშვნელოვან ამბებს შევიტყობთ არა მარტო ჭავჭავაძეების, არამედ ერეკლეს დროის საქართველოს დრამატული ვითარების შესახებ.

პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი, რეჟისორი – გიორგი ებრალიძე

აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები