აკა მორჩილაძე „დაკარგული წიგნები“ | იოსებ გრიშაშვილის „ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა“ - მეოთხე სერია

გარსევან ჭავჭავაძის მეორე ელჩობა რუსეთში. აღა მაჰმად ხანი და ერეკლეს არჩევანი. რუსეთის უმოქმედობა ქართლ-კახეთის თხოვნათა ფონზე და კრწანისის ტრაგედია.

სტუდია „ეპოქა“ – „დაკარგული წიგნები“ – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.

„ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა“ იოსებ გრიშაშვილის დიდი მემკვიდრეობაა, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გულდასმით ნაკვლევი. წიგნის წყალობით მნიშვნელოვან ამბებს შევიტყობთ არა მარტო ჭავჭავაძეების, არამედ ერეკლეს დროის საქართველოს დრამატული ვითარების შესახებ.

პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი, რეჟისორი – გიორგი ებრალიძე

აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები