აკა მორჩილაძე „დაკარგული წიგნები“ | იოსებ გრიშაშვილის „ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა“ – მეათე სერია
ქართველები და პაულუჩი. მარკიზის წერილები საქართველოს შესახებ. ნაპოლეონის წამოსვლა რუსეთზე. ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყება რუსული მმართველობის მოსაშლელად.
სტუდია „ეპოქა“ – „დაკარგული წიგნები“ – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
„ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა“ იოსებ გრიშაშვილის დიდი მემკვიდრეობაა, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გულდასმით ნაკვლევი. წიგნის წყალობით მნიშვნელოვან ამბებს შევიტყობთ არა მარტო ჭავჭავაძეების, არამედ ერეკლეს დროის საქართველოს დრამატული ვითარების შესახებ.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი, რეჟისორი – გიორგი ებრალიძე