14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს. იკითხება მკვლელობაში ბრალდებულის მამა. პროცესზე იყო ხმაური. სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა მოკლული გოგონას დედა, რის გამოც პროცესი ნახევარი საათით შეჩერებული იყო.
მანამდე კი დაიკითხა სკოლის დირექტორი, რომელშიც 14 წლის გოგონა სწავლობდა და საქმის გამომძიებელი.