აიათოლა ალი ხამენეის განცხადება

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. ხამენეიმ დაადასტურა, რომ დარტყმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. მისი თქმით, ისრაელმა დანაშაული გამთენიისას ჩაიდინა და საცხოვრებელ უბნებს დაარტყა.

მედიის ცნობით, დაღუპულ მეცნიერებს შორის არიან „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო. იერიშის შედეგად ასევე დაიღუპა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამი და ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი.