მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
პროკურორი აცხადებს, რომ ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებული არაა და ამიტომ, შესაძლოა, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც ყოფილიყო.
მერაბ ბესელიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში ედება ბრალი. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია.