აღკვეთის ღონისძიება

სასამართლო ამ წუთებში ხუთი ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირის საქმეზე მსჯელობს. დღეს გახდება ცნობილი, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს სასამართლო „ტვ პირველის“ ოპერატორისა და მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ პირებს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე ამ დროისთვის ბრალი სულ 24 პირს აქვს წარდგენილი. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ვაკო ორმოცაძე გვიერთდება სასამართლოდან.