„აღდგომიდან ამაღლებამდე” ფესტივალი 12 აპრილს საზეიმო გალაკონცერტით გაიხსნება

„აღდგომიდან ამაღლებამდე” ფესტივალი 12 აპრილს საზეიმო გალაკონცერტით გაიხსნება.

ღონისძიება კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ქართველი შემსრულებლები. ცნობილი ტენორი ქრისტიან ბენედიქტი, ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, სპეციალურად მოწვეული დირიჟორი ატილიო ტომაზელო, რომელთანაც ერთად პირველად საქართველოში „ბაროკო მუსიკას” წარმოადგენს იანო ალიბეგაშვილი.

ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება, წელს მეცამეტედ ტარდება. ის 17 მაისამდე გაგრძელდება და ამაღლების დღესასწაულზე დასრულდება.