აღდგომის დღესასწაული საქართველოში

უფლის სადიდებელი საგალობლები და მსვლელობა ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო, – ქრისტეს აღდგომას ეკლესია-მონასტრებში ტრადიციულად ზარების რეკვით შეხვდნენ.

სადღესასწაულო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. საზეიმო ლიტურგია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეთი დაიწყო. უწმინდესი სხვადასხვა ჯგუფებს, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისთვის, ცალკე კანონის მომზადების აუცილებლობაზე მიუთითებს. ქვეყნაში არსებულ გამოწვევებთან ერთად, პატრიარქი ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

სააღდგომო ეპისტოლე მოგვიანებით მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც შეაფასეს. პოლიტიკოსები დღესასწაულს მოქალაქეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შეხვდნენ.

დატოვე კომენტარი