აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკური ვითარების შესახებ ისაუბრა. ჯემალ გამახარიას თქმით, თითქმის დასრულდა ათასობით ადამიანის მობილიზაციის პროცესი და მიმდინარეობს მათი წვრთნები რეალურად რუსეთის დასახმარებლად, უკრაინის ომში. მან ასევე ისაუბრა ბიჭვინთის აგარაკების თემაზე. გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, ენერგეტიკული კრიზისია.