აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა.
საკონკურსო კომისიამ ძიუდოსა და ძალოსნობაში სხვადასხვა მიღწევების მქონე სამი გამარჯვებული ირაკლი ვეკუა, საბა ადამია და ალექსანდრე ლოლაძე გამოავლინა. სპორტსმენებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.