თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა რთულია, – ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამივე ერთი ოჯახის წევრია – ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. დაშავებულები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულების ნგრევა მოჰყვა.