თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, აშშ-თან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. ამის შესახებ განცხადება სულეიმან სოილუმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი არ იღებს აშშ-ის საელჩოს სამძიმარს და უარყოფს მას, რადგანაც აშშ-ის სენატი ფინანსურ დახმარებას უწევს ქურთ მებრძოლებს, რომლებიც თურქეთში მშვიდობას არღვევენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას სოილუმ ასევე ისაუბრა ტერაქტის გამოძიების ახალ დეტალებზე. მინისტრის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი. ამის შესახებ სულეიმან სოილუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სოილუს ინფორმაციით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს. მისივე ინფორმაციით, ის თურქეთში სირიის ქალაქ აფრინიდან ჩავიდა არალეგალური გზით. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა დააკავეს ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებული 46 ეჭვმიტანილი.