აფეთქება სტამბოლში

სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ მოწყობილი.

მინისტრის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. მათგან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.