„ადვოკატთა ასოციაციაში“ ჩატარებულ არჩევნებს მეორე ტურში გადასული კანდიდატები ეხმაურებიან

ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს და საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას პასუხობენ მეორე ტურში გადასული კანდიდატები დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.

ჯანაშიას განცხადებით, არჩევნები დარღვევების ფონზე ჩატარდა და საარჩევნო კომისია არ იყო უფლებამოსილი შემაჯამებელი ოქმები არჩევნების თავიდან ჩატარებამდე გამოექვეყნებინა. ჯანაშია უნდობლობას უცხადებს როგორც კომისიას, ასევე გამოქვეყნებულ შედეგებს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

განსხვავებული პოზიცია აქვს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს დავით ასათიანს, რომელიც ამბობს, რომ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოქმებთან პრეტენზია არ აქვს და მეორე ტურში გამარჯვებასაც ვარაუდობს.